Friday, March 4, 2011

Alice in Wonderland

ალისა საოცრებათა ქვეყანაში
1.      თამაშის  სასწავლო მიზნები:
 წინარე ცოდნის გააქტიურება-შეჯამება, ახალი ლექსიკური ელემენტების გაცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება...გამოუმუშავდებათ შემდეგი დამოკიდებულება:  ინგლისურენოვანი ნაწარმოებებისადმი ინტერესის გაღვივება.
თამაში შეესაბამება დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების მოსწავლეთა განვითარების დონეს.
მოსწავლეები აითვისებენ ახალ სიტყვებს, გამოიმუშავებენ როგორც ენის პრაქტიკული, ასევე ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევებს.
2.      თამაშის სიუჟეტი:
პერსონაჟები: ალისა, კურდღელი, კატა.
სიუჟეტური მიზანი: ალისას დაბრუნება რეალურ სამყაროში, ასევე მაქსიმალური რაოდენობის ქულების დაგროვება.

1.      თამაშის დასაწყისში მოსწავლეს შეყავს თავისი სახელი (user name), რომელიც თამაშის ბოლოს კვლავ ჩნდება სიტყვიერი შეფასების დაფაზე.
2.      თამაშისთვის განკუთვნილ ყველა გვერდზე მოთავსებულია სოკო, რომელზეც ფიქსირდება ქულები. თითო კითხვას შეესაბამება 2 ქულა. თუ მოსწავლე პირველივე მცდელობაზე სწორად ვერ შეასრულებს დავალებას, იგი ფასდება 1 ქულით, თუ კი მეორე მცდელობაზეც ვერ შეასულებს დავალებას ფასდება 0 ქულით. ეს ყველაფერი აისახება მის საბოლოო შედეგზე თამაშის დასრულებისას.
3.      ყოველი დასრულებული ტურის შემდეგ ჩნდება კატის გაღიმებული გამოსახულება.
4.      ინსტრუქციები მონაცვლეობით გამოდის გრაგნლზე ან კარტის ბარათზე.
5.      დაბრკოლებები მოცემულია დავალებების სახით.
6.      თამაშს აქვს სხვდასხვა ეტაპები, რაც საბოლოოდ მასალის გამთლიანება-შეჯამებას ემსახურება.
7.      თამაშის ეტაპები ერთმანეთთან დაკავშირებულია ინფორმაციული ტექსტებით და ინსტრუქციებით.
8.      ეტაპები მეტნაკლებად განსხვავდება სირთულით. ისინი ორიენტირებულია ბავშვის ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაზე.


თამაშის დასაწყისი: პირველ გვერდზე გადაშლილია წიგნი, რომლის ფურცელზეც დაწერილია ალისას ფრაზა. „What is the use of a book without pictures or conversation?“ალისა ვარდება ორმოში და  ხვდება საოცრებათა ქვეყანაში. პატარავდება. ინსტრუქცია: დაეხმარე ალისას, რომ გაიზარდოს და იპოვოს გზა უკან დასაბრუნებლად. ამისათვის შეასრულეთ შემდეგი აქტივობა....
v  აქტივობა I: Match the animal pictures with the words:
თამაშის ინსტრუქცია: გამოდის სურათები( ) და სიტყვები( ) არეულად (move and drag)  საჭიროა სიტყვის მიცოცება შესაბამის სურათთან.
აქტივობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ალისა მიდის ოთახში მოთავსებულ ბოთლთან წარწერით „DRINK ME”, სვამს სითხეს, იზრდება და ჩნდება კატის გაღიმებული გამოსახულება.

შემდეგ აღმოჩნდება წყლით სავსე ოთახში. ინსტრუქცია: დაეხმარე  ალისას, რომ გამოვიდეს წყლიდან. ამისათვის შეასრულეთ შემდეგი აქტივობა:

v  აქტივობა II: Click the word which is spelled correctly:
თამაშის ინსტრუქცია: გამოდის 3 სიტყვა და მოსწავლე ირჩევს სწორ ვარიანტს.
აქტივობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ალისა გადის ბუნებაში გასაშრობად. ინსტრუქცია: დაეხმარე ალისას, რომ გაიზარდოს და იპოვოს გზა უკან დასაბრუნებლად. ამისათვის შეასრულეთ შემდეგი აქტივობა....


v  აქტივობა Ш: Put the words into the right box:
თამაშის ინსტრუქცია: ჩნდება 2 ყუთი შესაბამისი წარწერებით( Good weather, Bad weather ->სურათებით)  და მოსწავლე აწყობს მოცემულ სიტყვებს შესაბამის ყუთში.
აქტივობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ალისა აღმოჩნდება Rabbit-ის სახლში გაჭედილი. ინსტრუქცია: დაეხმარე ალისას, რომ გამოვიდეს სახლიდან და განაგრძოს გზა უკან დასაბრუნებლად. ამისათვის შეასრულეთ შემდეგი აქტივობა....

v  აქტივობა IV: Find the right rabbit:
თამაშის ინსტრუქცია: ჩნდება ხუთი სვადასხვა ზომის და ფერის კურდღლის გამოსახულება. ერთი ცისფექურთუკიანი ყველაზე მსუქანი, მეორე -  მწვანე ქურთუკიანი ყველაზე მაღალი, მესამე - წითელქურთუკიანი უფრო დაბალი ვიდრე ყვითელქურთუკიანი, იისფერ ქურთუკიანი ისეთივე მაღალი, როგორიც მწვანე. მოსწავლემ უნდა ამოარჩიოს შესაფერისი კურდღლის სურათი კარტზე მოცემული შეკითხვის შესაბამისად. (კითხვები ჩნდება მორიგეობით)
აქტივობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ალისა აღმოჩნდება კატასთან /Cheshire Cat/ - „There was mouth enough for it to speak with. Alice waited till the eyes appeared In another minute the whole head appeared“… და შემდეტურში გადასასვლელად მოუწევს მისი დავალებების შესრულება.
ამისათვის შეასრულეთ შემდეგი აქტივობა....

v  აქტივობა V: Put the right verb:
თამაშის ინსტრუქცია: გამოდის წინადადება, რომელშიც ჩასასმელია ზმნის სწორი ფორმა, მოცემული 3 ვარიანტიდან. მოსწავლემ უნდა გადააცოცოს სიტყვა და ჩასვას წინადადებაში ცარიელ ადგილას.  
აქტივობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ალისა აღმოჩნდება ჩაის წვეულებაზე, სადაც იგი ვერ ხვდება მათ უცნაურ საუბარს. მოსწავლე დავალების შესრულებით უნდა დაეხმაროს ალისას მიხვდეს მათ საუბარს.
ამისათვის შეასრულეთ შემდეგი აქტივობა....

v  აქტივობა VI: Find synonyms and antonyms for the word:
თამაშის ინსტრუქცია: სურათზე ჩანს ხე, რომელის ფოთლებზე დაწერილია სიტყვები. ხის ძირში მოცემულია 4 სიტყვა. მოსწავლემ უნდა წამოიღოს ხიდან ამ სიტყვების შესაბამისი სინონიმები (მარცხნივ) და ანტონიმები(მარჯვნივ).
აქტივობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წამოიჭრება ახალი პრობლემა. ალისას აბრალებენ ტორტის მოპარვას და ხვდება სასამართლოში. მოსწავლე უნდა დაეხმაროს მას, რომ დაამტკიცოს უდანაშაულობა და შეძლოს უკან, რეალობაში დაბრუნება.
ამისთვის მოსწავლემ უნდა შეასრულოს შემდეგი აქტივობა.....


v  აქტივობა VII:Make up sentences:
თამაშის ინსტრუქცია: სურათზე ჩანს მზე, 5 ღრუბელი 5 სიტყვით. ქვემოთ ამ სიტყვებისთვის განკუთვნილ ადგილებზე მოსწავლე ალაგებს სიტყვებს, რათა ააწყოს წინადადება სწორად.

თამაშის დასრულების შემდეგ გამოდის გრაგნილი, სადაც წერია, რომ ალისამ გაიარა ყველა დაბრკოლება.
ბოლო სურათი: ალისა ზის ბალახებში, გვერდით სოკოა, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი ქულა დააგროვა მოსწავლემ. ამავე დროს ეკრანზე ეწერება მოთამაშის სახელი და სიტყვიერი შეფასება.(თუ არის 40-მდე დაეწერება „------Try better next time“, თუ არის 80 ქულამდე - „Well done-----,try to be excellent“, თუ კიდევ 80-ის ზემოთ „Excellent,------!“). დაბლა მარჯვენა კუთხეში მოთავსებული იქნება ღილაკი „Play again“.

15 comments:

  1. Ana, me da mariamma ukve ori aqtivoba gavaketet. me movudzebne suratebi da gavugzavne instruqciebi/ davalebebi da man tamashshi chasva ukve

    diana

    ReplyDelete
  2. hi, ana. i've created a new blog.
    see: diana-dianamor.blogspot.com
    vfiqrob, mariams cotati mainc daexmareba ideebis realizebashi

    till next time....
    bye

    ReplyDelete
  3. fostaze gigzavni masalas, rac mzadaa. 3 aqtivoba instruqciebit da suratebit

    ok?

    ReplyDelete
  4. ana, me davamtavre tamashis siujetze mushaoba. yvela aqtivoba mzad aris. shenc da mariamssac gigzavnit masalebs tavisi suratebit, aqtivobebit da dizainis ideebit

    diana

    ReplyDelete
  5. mariams kidev damatebit gavugzavne masala fonebistvis da instruqciebis chasawerad banqos baratebis nimushebi....

    Hear from u soon....

    ReplyDelete
  6. Perfect! orshabatistvis angarishebs velodebi tkvengan, rom 22-shi ertianad mivatsodo ekas

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  8. gamogigzavne angarishi attachment-it, Word-is faili + activobebi

    ReplyDelete
  9. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  10. ana,me ukve shevcvale aqtivobebi da standartze davsvi,eg tamashi chven me-5 me-6 klasistvis gvkonda gatvlili,magram me-5 klasis dones cdeba da me-7 klasis dones upro pasuxobs,(tumca tavidanve vpikrobdi rom ase iko,magram mainc gadavamowme kidev ertxel), amitom me-6 me-7 klasistvis ikneba. marim icis,rom cvlilebebis shetanas vapireb,xval gadavugzavni masalebs detalurad,ramdenime aqtivoba saertod shevcvale.

    ReplyDelete
  11. aqtivobebi dasrulebuli da shetanxmebuli saxit gadavugzavnet mariams (programists). teqstebi da instruqciebi xeluxlebeli darcha pirvandeli saxit.

    best
    diana

    ReplyDelete
  12. Mariams axla vexmarebi tamashis dizainis strategiul sisworeshi...
    gigzavni nimushs ppt formatshi komentarebita
    da rchevebit mariamistvis...
    rames xom ar daamatebdi?????

    aseve gavugzavne dapirebuli musika...saavtoro uflebebze aranairi problema ar gveqneba...

    best
    diana

    ReplyDelete
  13. tamashze mushaoba warmatebit dasrulda. teqnikuri xarvezebic gamosworda... HELP-is damateba saWiro gaxda bolo aqtivobistvis da programists davexmare misi text-instruqciis chawerashi... saboloo variantis datestva movaxdine samizne jguftan. tamashma mowoneba daimsaxura. davgegme gakvetili.

    ReplyDelete
  14. internetshi avtvirte gakvetilis gegma:
    “Alice in Wonderland” da Game...

    diana-dianamor.blogspot.com
    LINK:
    https://docs.google.com/document/pub?id=1FXcMIqAJsZX8fvZhgW5M4QnuXdnK9l9rE3csh81uEKA


    ...da vagzavni angarishs...

    ReplyDelete